კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგაში „მილანო“ დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ძირითადი ეტაპის მე-7 ტურში საკუთარ მოედანზე „მილანოს“ შეხვდა და 74:72 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მწვრთნელისგან 28 წუთი მიიღო, ხოლო საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და ერთი დაფარება შესძინა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ ევროლიგაში 4 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით ცხრილში მე-8 ადგილზეა. წელს ტურნირზე 20 გუნდი მონაწილეობს, ხოლო პლეი ოფში ბრძოლას 10 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.
მომდევნო ტურის მატჩს ესპანური კალათბურთის გრანდი 31 ოქტომბერს სტუმრად ბელგრადის „პარტიზანთან“ ჩაატარებს.