კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგაში „ცრვენა ზვეზდა“ დაამარცხა #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდა და მეტოქე 92:88 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 31 წუთი გაატარა – მან გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 20 მოგება და 14 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მერვე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეიოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.
შემდეგ მატჩს „ბარსელონა“ 2 აპრილს კაუნასის „ჟალგირისთან“ ითამაშებს.