კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ბექა ბურჯანაძის „გრანადას“ უმასპინძლა და 108:71 დაამარცხა.

შენგელიამ მოედანზე 14 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 4 ქულა შესძინა. მას ასევე ჰქონდა 2 ჩაჭრა, ერთი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა. ვინაიდან „ბარსელონა“ დამაჯერებლად იგებდა, მწვრთნელმა მას დასვენების საშუალება მისცა.

რაც შეეხება ბურჯანაძეს, მან 19 წუთში 9 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

ამ მომენტისთვის „ბარსელონა“ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ხოლო „გრანადა“ ბოლო, მე-18 პოზიციას იკავებს.