კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „მურსია“ 91:85 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ბარსელონას“ ძირითად ხუთეულში იყო, მწვრთნელისგან 20 წუთი მიიღო, ხოლო გუნდს 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. შენგელიამ ოთხი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.
თასის გათამაშებას გამოეთიშა „ტენერიფე“. გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად „ბასკონიასთან“ 81:91 დამარცხდა. ვეტერან ქართველ მოთამაშეს 6 ქულა ჰქონდა.
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში შენგელიას „ბარსელონას“ მეტოქე სწორედ „ბასკონია“ იქნება, მატჩი 22 თებერვალს შედგება.