კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ეფესთან“ უკანასკნელ წამზე დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ეფესთან“ უკანასკნელ წამზე დამარცხდა #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად თურქულ „ანადოლუ ეფესთან“ ბოლო წამებზე 73:74 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. შენგელიამ ერთი ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონა“ უკანასკნელ წამებზე აიზია კორდინიეს წინააღმდეგ დაჯარიმდა, როდესაც 73:72 იგებდა, ხოლო მან ორივე საჯარიმო ჩააგდო და მატჩი თურქული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში „ბარსელონას“ 7 მოგება და 5 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეშვიდე ადგილზეა.