კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 24 ქულით „ბარსელონამ“ ევროლიგაში „პარტიზანი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ძირითადი ეტაპის მე-8 ტურში სტუმრად ბელგრადის „პარტიზანს“ შეხვდა და დაძაბულ მატჩში 78:76 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მწვრთნელისგან 30 წუთი მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა. შენგელიამ 4 ორქულიანი, 2 სამქულიანი და 10 საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონა“ შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე ქულას აგებდა, ხოლო გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა ვილ კლაიბერნმა, რომელმაც შორეული სამქულიანი ჩააგდო.
ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ ევროლიგაში 5 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით ცხრილში მე-8 ადგილზეა. წელს ტურნირზე 20 გუნდი მონაწილეობს, პლეი ოფში ბრძოლას 10 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.
მომდევნო ტურის მატჩს ესპანური კალათბურთის გრანდი 7 ნოემბერს მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს.