კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 22 ქულა ევროლიგაში „ლიონის“ წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ლიონ ვილერბანს “ დაუპირისპირდა და 98:91 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან გუნდს 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ ექვსი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და შვიდი საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონას“ რიგებში ქართველზე მეტი ქულა მხოლოდ კევინ პანტერს ჰქონდა – 31.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 16 მოგება და 8 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეოთხე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეი ოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.

შემდეგი მატჩი „ბარსელონას“ 29 იანვარს „ოლიმპიაკოსთან“ ელის.