კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 18 ქულის წყალობით „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 18 ქულის წყალობით „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. ლიგა ენდესას მესამე ტურში თორნიკე შენგელიას გუნდმა „უნიკახა“ სტუმრად 83:77 დაამარცხა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ქართველმა ითამაშა, რომელიც შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 18 ქულა და ერთი ასისტი ჩაიწერა აქტივში. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი გამოიყენა და საჯარიმო ხაზიდან 8-დან 8 ბურთი ჩააგდო.

„ბარსელონა“ მომდევნო ორ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს – 23 ოქტომბერს ევროლიგის შეხვედრაში „ჟალგირისს“ უმასპინძლებს, ხოლო 25 ოქტომბერს ლიგა ენდესას ფარგლებში „ბრეოგანს“ მიიღებს.