კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 15 ქულა და გამარჯვება ევროლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სტუმრად სერბეთის წარმომადგენელი „ცვრენა ზვეზდა“ 89:79 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 32 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ 5 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში ყველაზე მეტი, 22 ქულა ჰქონდა ვილ კლაიბერნს, 17- დარიო ბრიზუელას.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეექვსე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეი ოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.
შემდეგი მატჩი „ბარსელონას“ 12 დეკემბერს „ოლიმპიაკოსთან“ ელის.