კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 14 ქულა და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ბასკონიასთან“ გამართა და 91:83 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. შენგელიამ 7 ორქულიანი ჩააგდო.
ქართველ მოთამაშაზე მეტი „ბარსელონას“ მხოლოდ ერთ მოთამაშეს, ვილ კლაიბერნს ჰქონდა – 15 ქულა.
„ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ 3 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით ცხრილში მე-9 ადგილზეა. ტურნირში 18 გუნდი მონაწილეობს, პლეი ოფში ბრძოლას 8 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.