კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 13 ქულა „სარაგოსასთან“ მატჩში #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 13 ქულა „სარაგოსასთან“ მატჩში #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „სარაგოსას“ შეხვდა და 92:86 გაიმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 13 ქულა, 6 მოხსნა, ერთი პასი და ერთი დაფარება შესძინა. შენგელიამ სამი ორქულიანი და შვიდი საჯარიმო ჩააგდო.

25 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 17 გამარჯვებითა და 8 მარცხით მეხუთე ადგილზეა. კატალონიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს ევროლიგაში „პანათინაიკოსთან“ ჩაატარებს.