კალათბურთი | თორნიკე შენგელიას 10 ქულა ევროლიგაში მადრიდის „რეალთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და 61:80 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 21 წუთი გაატარა – 10 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი მოხსნა, ერთი ჩაჭრა. შენგელიამ ერთი ორქულიანი, ორი სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა ესპანელ დარიო ბრიზუელას ჰქონდა – 13.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 14 მოგება და 8 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეექვსე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეი ოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.
შემდეგი მატჩი „ბარსელონას“ 20 იანვარს „დუბაისთან“ ელის.