კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ ყოფილ გუნდთან 16 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ბასკონიას “ დაუპირისპირდა და 97:91 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოედანზე 27 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან გუნდს 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

„ბარსელონას“ რიგებში ასევე 16 ქულა ჰქონდა ჟოელ პარას, ნიკოლას ლაპრატივოლამ კი 15 ქულის მოგროვება შეძლო.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 17 მოგება და 10 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეოთხე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეი ოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.

შემდეგ მატჩს „ბარსელონა“ 12 თებერვალს პარიზთან გამართავს.