კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ „ბარსელონას“ 11 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის 2025/2026 წლის სეზონის მე-9 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 92:101 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაში, თუმცა ქართველმა მომჯობინება მოახერხა და მატჩი „ბარსელონას“ ძირითად ხუთეულში დაიწყო.

შენგელიამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, ხოლო საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მან სამი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

მადრიდის „რეალის“ გამარჯვება, დიდწილად, კანადელი ტრეი ლაილსის შედეგიანმა თამაშმა განაპირობა – მან მატჩი 29 ქულით დაასრულა. „ბარსელონას“ რიგებში კი ქულათა მხრივ საუკეთესო ვილ კლაიბერნი გახლდათ – 19 ქულა.

საკალათბურთო ევროლიგაში „ბარსელონას“ 5 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი შენგელიას გუნდი სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. ტურნირში მონაწილეობას 20 გუნდი იღებს, ხოლო პლეი ოფში ბრძოლას პირველ 10 ადგილზე გასულები გააგრძელებენ.