კალათბურთი | თორნიკე შენგელიამ „ჟალგირისთან“ მატჩში „ბარსელონას“ 10 ქულა შესძინა [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად კაუნასის „ჟალგირისს“ შეხვდა და მეტოქე 83:71 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25 წუთი გაატარა – მან გუნდს 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 20 მოგება და 15 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მერვე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეიოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.
შემდეგ მატჩს „ბარსელონა“ 7 აპრილს ბერძნულ „პანათინაიკოსთან“ ითამაშებს.