კალათბურთი | თორნიკე შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო - „ბარსელონა“ „ფორსა ლეიდასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი | თორნიკე შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო - „ბარსელონა“ „ფორსა ლეიდასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გუნდმა, „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე „ფორსა ლეიდასთან“ ჩაატარა და 86:91 დამარცხდა.

შენგელია მოედანზე მყოფ მოთამაშეთა შორის 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. მას ასევე ჰქონდა 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა.

ქართველი კალათბურთელის შემდეგ „ბარსელონას“ რიგებში ყველაზე მეტი, 14 ქულა დააგროვა კევინ პანტერმა, 10 ქულით დაასრულა მატჩი დარიო ბრიზუელამ.

„ბარსელონა“ ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს 19 ოქტომბერს „უნიკახასთან“ გამართავს. ორი ტურის შემდეგ ესპანური კალათბურთის გრანდს მოგება არ აქვს.