კალათბურთი | თორნიკე შენგელია ფიბა-მ ტურის საუკეთესო ხუთ მოთამაშეს შორის დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელა.
დანიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში შენგელიამ გუნდს 29 წუთში 24 ქულა, 7 მოხსნა, და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მან თამაშიდან მეტოქის ფარს 12-ჯერ შეუტია და 7 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.
შენგელიას გარდა, ფიბა-მ საუკეთესოთა შორის დაასახელა: ელვარ ფრიდრიკსონი (ისლანდია), ჯორდან ლოიდი (პოლონეთი), დიოგო ბრიტო (პორტუგალია) და ოლივიე ნკამუა (ფინეთი).
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მომდევნო მატჩს კვლავ დანიასთან გამართავს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს 2 მარტს თბილისში უმასპინძლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.