კალათბურთი | თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ რიგებში „მაქაბის“ წინააღმდეგ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე ისრაელის წარმომადგენელი „მაქაბი“ 93:83 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში მოედანზე საუკეთესო იყო – 22 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. შენგელიამ ექვსი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და შვიდი საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში ქართველი მოთამაშის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა არგენტინელ ნიკოლას ლაპრავიტოლას ჰქონდა – 14.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 13 მოგება და 7 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მეხუთე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეი ოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს.
შემდეგი მატჩი „ბარსელონას“ 9 იანვარს „პარტიზანთან“ ელის.