კალათბურთი | შაი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ს „უძვირფასესი მოთამაშის“ ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტი გახდა #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „უძვირფასესი მოთამაშის“ (MVP) ტიტულის პრეტენდენტთა ათეული განაახლა, სადაც პირველ ადგილს „ოკლაჰომა სიტის“ ლიდერი შაი გილჯეს-ალექსანდერი იკავებს.
კანადელმა კალათბურთელმა პირველობა ჩამოართვა ნიკოლა იოკიჩს. სერბი ცენტრალური თავდამსხმელი ამჟამად ტრავმირებულია და „დენვერს“ იანვრის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
მესამე ადგილს სიაში ლუკა დონჩიჩი („ლეიკერსი“) იკავებს, ხოლო მეოთხე პოზიციაზეა „სან ანტონიო სპურსის“ ფრანგი ვარსკვლავი ვიქტორ ვემბანიამა.
გილჯეს-ალექსანდერი „უძვირფასეს მოთამაშედ“ პირველად გასულ სეზონში აღიარეს და მან სწორედ ნიკოლა იოკიჩს აჯობა. მიმდინარე სეზონში ის საშუალოდ 31.6 ქულას აგროვებს.
NBA-ს სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ გაზაფხულზე, რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ დასახელდება.
MVP-ს პრიზისთვის ბრძოლის ფავორიტთა ტოპათეული:
- შაი გილჯეს-ალექსანდერი („ოკლაჰომა სიტი თანდერი“)
- ნიკოლა იოკიჩი („დენვერ ნაგეთსი“)
- ლუკა დონჩიჩი („ლეიკერსი“)
- ვიქტორ ვემბანიამა („სან ანტონიო სპურსი“)
- ჯეილენ ბრაუნი („ბოსტონ სელტიქსი“)
- კეიდ კანინგემი („დეტროიტ პისტონსი“)
- ენტონი ედვარდსი („მინესოტა ტიმბერვულვზი“)
- ტაირის მაქსი („ფილადელფია სევენთი სიქსერსი“)
- ჯეილენ ბრანსონი („ნიუ იორკ ნიქსი“)
- ჯამალ მარეი („დენვერ ნაგეთსი“)