კალათბურთი | საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების მატჩის დაწყება დარბაზში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო #1TVSPORT

19:08, 24.11.2024

ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის დაწყება საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის თბილისი არენაზე არსებული ტაბლოს ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო.

დარბაზში პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. შეხვედრის დაწყება 19:00 საათზე იყო დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ფინეთი სტუმრად 90:83 დაამარცხა.

მსგავსი