კალათბურთი | საქართველოს თასის ფინალში თსუ და „მარგვეთი“ ითამაშებენ #1TVSPORT
კალათბურთში საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ზესტაფონის „მარგვეთი“ შეხვდებიან.
„მარგვეთმა“ ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 88:85 დაამარცხა „ქუთაისი“ და ტურნირის ფინალის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. ზესტაფონელთა რიგებში საუკეთესო 31 ქულით სანდრო სანაძე იყო.
რაც შეეხება თსუ-ს, ეს გუნდი ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილებმა ნახევარფინალში „თელავს“ 86:76 სძლიეს. თსუ-ს რიგებში საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი ქვენტინ ჰარდრიქი – 20 ქულა.
საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშების ფინალი 8 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.