საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს ქვეყნის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდა – მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“ და თასის აწ უკვე ყოფილი მფლობელი თსუ.
მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა – 83:76.
მატჩის ბომბარდირი გიორგი ოჩხიკიძე გახდა, რომელმაც იმერულ კლუბს 21 ქულა შესძინა. ორმაგი დუბლები შეასრულეს ილაია ჯოინერმა (14 ქულა, 10 მოხსნა) და აკაკი დვალიშვილმა (13 ქულა, 10 მოხსნა).
თსუ-ში 17 ქულით გლენ აბრამი გამოირჩა. გიორგი ცინცაძეს 9 პასი, 6 მოხსნა და 8 ქულა ჰქონდა.