საქართველოს ეროვნულ საკალათბურთ ჩემპიონატში, სუპერლიგაში 2025/2026 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა.
პირველ წრეში თითოეულმა გუნდმა 10 შეხვედრა ჩაატარა – სულ ჩემპიონატში 11 გუნდი თამაშობს და ერთ-ერთს ყოველ ტურში დასვენება უწევს.
სატურნირნო ცხრილში დაძაბული ვითარებაა. 17 ქულა და შესაბამისად 7 მოგება 3 გუნდს აქვს – ვსა-ს, თსუ-სა და „მარგვეთს“. 6 მოგებით შემდეგ მოდიან – კსუ, „ქუთაისი“, „ბათუმი“, „ორბი“ და „ივერიონი“. მე-9 ადგილზეა „რუსთავი“ 3 გამარჯვებით და 13 ქულით, მე-10 პოზიციას იკავებს „რაში“ მხოლოდ ერთი გამარჯვებით, ხოლო პირველ წრეში ათივე თამაში წააგო და ბოლო ადგილზეა „გურჯაანი“.
საქართველოს სუპერლიგა | მე-11 ტურის შედეგები:
„ორბი“ 104:100 „რუსთავი“
„მარგვეთი“ 100:88 „ქუთაისი“
ვსა 79:71 თსუ
„ბათუმი“ 99:83 „რაში“
კსუ 99:73 „ივერიონი“
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი თებერვალში განახლდება.