კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ დანიაში პირველი ვარჯიში გამართა.

ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით გუნდმა „ფარუმ არენაზე“ ივარჯიშა. პროცესში მონაწილეობას 13 კალათბურთელი იღებდა. ეროვნული ჩემპიონატის ხუთი მოთამაშე და ლეგიონერი მარკის რიდი კოპენჰაგენში თბილისიდან გაემგზავრნენ, ხოლო მათ დანიაში შეუერთდნენ დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია, რატი ანდრონიკაშვილი, ცოტნე ცარციძე და ალექსანდრე მერკვილაძე.

შეკრებაზე 26 თებერვალს გამოცხადდება კაპიტანი თორნიკე შენგელია და ის გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში უშუალოდ მატჩის დღეს მიიღებს მონაწილეობას.

დანიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 27 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.