კალათბურთი | საქართველოს ნაკრების წევრი მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ლეგიონერი მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
რიდმა გასულ ტურში „მანისას“ წინააღმდეგ შეხვედრაში „ტრაბზონსფორს“ 34 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და ერთი მოხსნა შესძინა.
მიმდინარე სეზონში მარკის რიდი ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ მეხუთედ აღიარეს. ის საშუალოდ 23.8 ქულას, 3 მოხსნას, 5 შედეგიანი გადაცემასა და 1.7 ჩაჭრას აგროვებს.
რიდის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2026 წლის თებერვალში დანიის წინააღმდეგ შედგა.