კალათბურთი | საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა, მარკის რიდმა თურქეთის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის, მარკის რიდის გუნდი „ტრაბზონსფორი“ თურქეთის ჩემპიონატში „ბეშიქთაშს“ ესტუმრა და 80:86 დამარცხდა.
მარკის რიდმა აღნიშნულ მატჩში მოედანზე 34 წუთი გაატარა და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა. ნაკრების ლეგიონერმა 14-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ტრაბზონსფორი“ თურქეთის უმაღლეს ლიგაში ამჟამად 16 მოგებითა და 7 მარცხით მეოთხე ადგილზეა.
რაც შეეხება მარკის რიდს, ის ჩემპიონატში საშუალოდ 23 ქულაზე მეტს აგროვებს და გასული ტურის საუკეთესო მოთმაშედაც დაასახელეს.