კალათბურთი | საქართველოს ნაკრების ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა დანია დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებმა დანია 88:71 დაამარცხა.
უკრაინელთა შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული იყო „ბუდუჩნოსტის“ 23 წლის უკანახაზელი ოლექსანდრ კოვლიარი, რომელმაც მატჩი 28 ქულით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 6 მოხსნით დაასრულა. სწორედ მისმა წარმატებულმა თამაშმა განაპირობა უკრაინის გამარჯვება.
მატჩი 14 ქულით დაასრულა ილია ტირტიშნიკმა, 13 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ვიაჩესლავ ბობროვს, ხოლო დანარჩენი ქულები გუნდების წევრებზე თანაბრად გადანაწილდა.
ორი ტურის შემდეგ უკრაინის ნაკრებს ორიდან ორი გამარჯვება აქვს და A ჯგუფის ლიდერია. მომდევნო მატჩებს გუნდები თებერვლის ბოლოს ჩაატარებენ.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე ექვის შეხვედრის შემდეგ სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა და კატარის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ტენერიფეში ესპანეთს ეთამაშება.