კალათბურთი | საქართველოს ნაკრების ახალმა ლეგიონერმა, მარკის რიდმა გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალმა ლეგიონერმა, მარკის რიდმა თბილისში გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
30 წლის ამერიკელი კალათბურთელის გუნდი „ტრაბზონსპორი“ თურქეთის თასის შეხვედრაში დამარცხდა, რის შემდეგაც რიდს საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობა მიეცა. ამ ეტაპზე ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში, ძირითადად, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები არიან.
რიდი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე გახდა და ამ მხრივ ჩემპიონატში წელსაც ლიდერია. 2025 წელს ის თურქეთის ჩემპიონატის „უძვირფასეს მოთამაშედაც“ აღიარეს.
ნაკრები თბილისში 21 თებერვლამდე ივარჯიშებს, შემდეგ კი ჯიკიჩი დანიაში ხუთ მოთამაშეს წაიყვანს, სადაც გუნდს კიდევ რვა ლეგიონერი შეუერთდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები დანიაში 27 თებერვალს ითამაშებს, შემდეგი შეხვედრა კი კვლავ დანიასთან 2 მარტს თბილისში გაიმართება.