კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ტენერიფეში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 30 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გუნდი ესპანეთში 28 ნოემბერს ჩაფრინდა და მზადებას 12-კაციანი შემადგენლობით შეუდგა. მოახლოებული შეხვედრა ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება გიორგი შერმადინისთვის, ის გუნდის ღირსებას 20 წლის მანძილზე იცავდა.

საქართველოს ნაკრების განაცხადი ესპანეთთან შეხვედრისთვის:

რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო უკრაინასთან დამარცხდა, ხოლო ესპანეთმა დანიას სძლია. პირველი შესარჩევი ჯგუფიდან მეორე ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.