კალათბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ლეგიონერი მარკის რიდი იქნება #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ლეგიონერი მარკის რიდი იქნება #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს დანიის ნაკრებთან – 27 თებერვალს სტუმრად, კოპენჰაგენში, ხოლო 2 მარტს – თბილისში.

ამ მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი შეუერთდება.

მარკის რიდი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. აღსანიშნავია, რომ რიდი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე გახდა და ამ მხრივ ჩემპიონატში წელსაც ლიდერია.

2024/25 წელს ის FIBA Europe Cup-ის საუკეთესო მექულეც გახდა და თურქეთის ლიგის MVPის ტიტულიც დაიმსახურა.

gbf.ge