კალათბურთი | საქართველოს ჩემპიონმა, „ქუთაისმა“ ევროპის თასზე „ბრნო“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „ქუთაისმა“ ფიბა-ს ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში სტუმრად ჩეხური „ბრნო“ 80:73 დაამარცხა.
ქართული გუნდი მეტოქეს თითოეულ მეოთხედში აღემატებოდა და „ბრნოს“ წინ გასვლის შესაძლებლობა მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ჰქონია.
„ქუთაისის“ რიგებში საუკეთესო 19 ქულით ამერიკელი ლეგიონერი ბრაუნინგი იყო, 17 ქულა ჰქონდა ლუკა ალავიძეს, ხოლო მარკუს გილსონმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 14 ქულა, 14 მოხსნა.
ოთხი ტურის შემდეგ ფიბა-ს ევროპის თასის E ჯგუფში კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე ერთი მოგება და სამი მარცხია. „ბრნოსა“ და „ქუთაისთან“ ერთად აღნიშნულ ჯგუფში ესპანური „ბილბაო“ და ბერძნული „პერისტერი“ თამაშობენ.
ექვსი მატჩის შემდეგ ჯგუფიდან ტურნირის მეორე ეტაპზე პირველადგილოსანი გავა, ხოლო მეორე ადგილზე გასული სხვა ჯგუფებში მეორე საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებს გაეჯიბრება.
„ქუთაისი“ ევროპის თასზე მორიგ მატჩს 12 ნოემბერს „პერისტერის“ წინააღმდეგ თბილისში გამართავს.