კალათბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა #1TVSPORT
ლატვიაში მიმდინარე მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ნიკა ცინცაძის გუნდმა გერმანიის ნაკრები, რომელიც A დივიზიონის წარმომადგენელია და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, 77:66 დაამარცხა.
მატჩის გამორჩეული ფიგურა მათე ხატიაშვილი იყო – 17 წლის გამთამაშებელმა 28 წუთში 19 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. გიორგი ჭირაქაძემ გუნდს 14 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა, ლუკა ტაბაღუამ კი მატჩი 9 ქულითა და 3 გადაცემით დაასრულა. ასევე გამოირჩნენ გერა ჭეიშვილი და თენგო ენუქაშვილი – ორივემ შეხვედრაში 8-8 ქულა მიითვალა.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს. გუნდი ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთის, დანიიის, უკრაინის, პორტუგალიისა და აზერბაიჯანის ნაკრებებს დაუპირისპირდება – ექვსიდან პლეი ოფში საუკეთესო ორი გავა.
ტურნირი 25 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გაიმართება. A დივიზიონში გადასვლის უფლება კი სამ საუკეთესო გუნდს ექნება.