კალათბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დიდი ბრიტანეთი 100:76 დაამარცხა და ტურნირზე მეცხრე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ბრიტანელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 22 ქულით მათე ხატიაშვილი იყო. გიორგი ჩირაკაძემ გუნდს 19 ქულა შესძინა, ხოლო მატჩი 16 ქულით დაასრულა მათე ყავლაშვილმა.

რუმინეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ხორვატიისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.