კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა, შესაძლოა, „ჩიკაგოსთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვოს #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა, შესაძლოა, „ჩიკაგოსთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვოს #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილმა, შესაძლოა, „ტორონტო რეპტორსის“ უახლოესი მატჩი „ჩიკაგო ბულსთან“ ტრავმის გამო გამოტოვოს, – ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 წლის ქართველ კალათბურთელს მარჯვენა ნეკნი აქვს დაზიანებული. მან ტრავმა „ოლ სტარის“ კვირეულამდე გამართულ შეხვედრაში, „დეტროიტ პისტონსთან“ მატჩის დროს მიიღო.

მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ მაისურით 52-ჯერ ითამაშა. ის მოედანზე გატარებულ 22.8 წუთში საშუალოდ 11.6 ქულას, 5.1 მოხსნას, 2 შედეგიანი გადაცემასა და 0.8 ჩაჭრას აგროვებს.

„ტორონტო რეპტორსს“ მიმდინარე რეგულარულ სეზონში 32 მოგება და 23 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. „ჩიკაგოსთან“ მატჩს კანადური გუნდი 20 თებერვალს გამართავს.