კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ნიუ ორლეანთან“ მატჩში „ტორონტოს“ 18 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ნიუ ორლეანთან“ მატჩში „ტორონტოს“ 18 ქულა შესძინა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართა და 119:106 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 21 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 18 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება შესძინა. თამაშიდან ქართველმა მოთამაშემ შვიდი ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა ერთი საჯარიმო.

„ტორონტოს“ რიგებში ქართველზე მეტი ქულა მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა, სკოტი ბარნსმა მოაგროვა – 23.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 41 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 9 მატჩი დარჩა.