კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს ბოლო წინასასეზონო მატჩში „ტორონტო რეპტორსს“ 10 ქულა შესძინა #1TVSPORT
NBA-ს 2025/2026 წლის რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“. კანადურმა გუნდმა ბოლო ამხანაგური მატჩი „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩაატარა და 119:114 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 17 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.
„ტორონტო რეპტორსი“ სეზონს 23 ოქტომბერს დაიწყებს, ქართველი მოთამაშის გუნდის პირველი მეტოქე „ატლანტა ჰოუქსი“ იქნება.