კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „იუტასთან“ მატჩში „ტორონტოს“ 23 ქულა შესძინა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „იუტა ჯაზთან“ გამართა და 143:127 გაიმარჯვა.
დიდი ხნის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მოედანზე 32 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 23 ქულა, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება იყო. მამუკელაშვილმა მეტოქის ფარს 14-ჯერ შეუტია, საიდანაც 9 ტყორცნა ზუსტი იყო, მან ასევე გამოიყენა 4-დან 2 საჯარიმო.
„ტორონტოს“ რიგებში ქართველ მოთამაშეზე მეტი ქულა მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა, არ ჯეი ბარეტმა დააგროვა – მან მატჩი 27 ქულით დაასრულა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 40 მოგებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.