კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა გუნდს 15 ქულა შესძინა - „ტორონტომ“ „მილუოკი“ დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა გუნდს 15 ქულა შესძინა - „ტორონტომ“ „მილუოკი“ დაამარცხა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და 128:100 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 15 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ორქულიანი და სამი სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში 23 ქულა ჰქონდა ორ კალათბურთელს – ბარნსსსა და ბარეტს, ხოლო მესამე ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო.

ქართველი მოთამაშის გუნდს 4 მოგება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 8 ნოემბერს „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებს.