კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტთან“ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „გოლდენ სტეიტთან“ გამართა და 145:127 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო და ორმაგი დუბლი შეასრულა – მან თავის გუნდს 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა ოთხი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 40 ქულა ჰქონდა იმანუელ ქუიკლის, ხოლო სკოტი ბარნსმა 26 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 26 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.