კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ფინიქსთან“ მატჩში „ტორონტოს“ 9 ქულა შესძინა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ფინიქს სანსთან“ გამართა და 122:115 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო. მის ანგარიშზე 9 ქულა, 8 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო. მამუკელაშვილმა ორი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ბრენდონ ინგრემი, რომელმაც მატჩი 36 ქულით დაასრულა.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 37 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.