კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ფილადელფიასთან“ მატჩში გუნდს 10 ქულა შესძინა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ფილადელფიასთან“ გამართა და 120:130 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 17 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა ორი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში 22-22 ქულა ჰქონდათ რჯ ბარეტსა და იმანუელ ქუიკლის, ხოლო „ფილადელფიის“ წარმატება ტაირის მაქსის (31 ქულა), ჯოელ ემბიიდისა (29 ქულა) და ტრენდონ უოტფორდის (20 ქულა, 17 მოხსნა, 10 პასი) შედეგიანობამ განაპირობა.
ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი იყო, ხოლო ჯამში 5 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 12 ნოემბერს „ბრუკლინთან“ ჩაატარებს.