კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „დეტროიტთან“ მატჩში „ტორონტოს“ 16 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „დეტროიტთან“ მატჩში „ტორონტოს“ 16 ქულა შესძინა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ გამართა და 127:116 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. თამაშიდან ქართველმა მოთამაშემ შვიდი ბურთი ჩააგდო.

„ტორონტოს“ რიგებში ქართველზე მეტი ქულა ორ მოთამაშეს ჰქონდა – ბარეტს – 24 და ინგრემს – 22.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 42 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 7 მატჩი დარჩა.