კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ბოსტონთან“ მატჩში „ტორონტოს“ 10 ქულა შესძინა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ბოსტონთან“ მატჩში „ტორონტოს“ 10 ქულა შესძინა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართა და 101:115 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 24 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა. თამაშიდან ქართველმა მოთამაშემ 2 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 4 საჯარიმო.

„ტორონტოს“ რიგებში ქართველზე მეტი ქულა ჯა’კობ ვოლტერს ჰქონდა – 16.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 43 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 მატჩი დარჩა.