კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა ავადმყოფობის გამო „ინდიანასთან“ მატჩი გამოტოვა - მისი დაბრუნება „კლიპერსთან“ შეხვედრაშია მოსალოდნელი #1TVSPORT
„ტორონტო რეპტორსის“ ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა „ინდიანა პეისერსთან“ თავისი გუნდის შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა. კანადურმა გუნდმა მეტოქე 115:101 დაამარცხა.
ტორონტოელთა შემადგენლობაში საუკეთესო 30 ქულითა და 7 მოხსნით ბრენდონ ინგრემი იყო, 26 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს, ხოლო 21 – გრეიდი დიქსს.
როგორც ამერიკული მედია წერს, მამუკელაშვილის დაბრუნება 17 იანვარს, „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ შეხვედრაშია მოსალოდნელი, რომელსაც „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე გამართავს.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების 26 წლის მოთამაშე NBA-ში საშუალოდ 10.3 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.