კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ატლანტასთან“ მატჩში 12 ქულა მოიპოვა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა „ატლანტასთან“ მატჩში 12 ქულა მოიპოვა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართა და 118:100 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 19 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს, ხოლო მატჩი 18 ქულით დაასრულა სკოტი ბარნსმა.

ქართველი მოთამაშის გუნდი, ჯამში 22 მოგებითა და 15 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 8 იანვარს სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარებს.