კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტოს“ მარცხი „ნიუ იორკთან“ #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტოს“ მარცხი „ნიუ იორკთან“ #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართა და 95:111 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო. მის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო. მამუკელაშვილმა ერთი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ბრენდონ ინგრემი, რომელმაც მატჩი 31 ქულით დაასრულა.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 35 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.