კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო - ქართველ მოთამაშეს „კლივლენდთან“ 12 ქულა ჰქონდა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო - ქართველ მოთამაშეს „კლივლენდთან“ 12 ქულა ჰქონდა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართა და 110:99 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ორქულიანი და ორი სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 37 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს.

ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო, ჯამში, 13 მოგებითა და 5 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 27 ნოემბერს „ინდიანა პეისერსთან“ ჩაატარებს.