კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ვაშინგტონთან“ გამართა და 134:125 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 15 წუთი მიიღო. მის ანგარიშზე 7 ქულა, 3 მოხსნა და ერთი ჩაჭრა იყო.
„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო იმანუელ ქუიკლი, რომელმაც მატჩი 27 ქულით დაასრულა, 24 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს.
მამუკელაშვილის „ტორონტო“ 35 მოგებითა და 25 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.