კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „დენვერთან“ შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „დენვერთან“ შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „დენვერ ნაგეტსთან“ გამართა და 115:121 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 13 წუთი მიიღო. მის ანგარიშზე 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. მამუკელაშვილმა ერთი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო იაკობ პოეტლი, რომელმაც მატჩი 23 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 39 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.