კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 9 ქულა „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილის 9 ქულა „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკთან“ გამართა და 92:119 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო. მან თავის გუნდს 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს, 17 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა მატჩი სკოტი ბარნსმა.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ 29 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.